როცა ვგრძნობთ, რომ ჩვენი მოზარდი შვილი გვატყუებს
მოზარდები, რომლებიც რაიმე სახის ტყუილს გვეუბნებიან, ძირითადად ცდილობენ საკუთარი პრობლემები დაფარონ, შენიღბონ ამ გზით. შესაძლოა, მათ თანდათან დაიჯერონ, რომ ტყუილი არის საშვალება თავი უკეთ იგრძნონ, თუმცა მუდმივი ტუილების ნაკადი უარეს შედეგებს იწვევს საბოლოოდ.
ასეთი ტიპის მოზარდები ავლენენ:
- ფინანსებთან დაკავშირებულ უპასუხისმგებლობას და გაუფრთხილებლობას.
- ვერ ახერხებენ სამსახურის შენარჩუნებას დიდი ხნით.
- ცუდი შედეგები აქვთ აკადემიური მოსწრების მხრივ.
- რაიმე მატერიალურთან დაკავშირებულ პრობლემებს.
- არშემდგარი ურთიერთობები ხშირია.
- ემოციური მანიპულირება მშობლების მიმართ და საკუთარ პრობლემებში მათი დადანაშაულება.
არსებობს ეფექტური რეაგირების გზები, იმ შემთხვევაში, როცა მოზარდი გვატყუებს. გვახსოვდეს, რომ ამას ერთადერთი კონკრეტული პირობა არასდროს აქვს, მაგრამ მრავალწლიანმა კვლევებმა აჩვენა გარკვეული მიზეზები, რომელიც მათ ტყუილისკენ უბიძგებთ.
მიზეზები შეიძლება იყოს: ყურადღების დეფიციტი (ADHD), შფოთვა და დეპრესია, ბიპოლარული აშლილობა, მოსაზღვრე პიროვნული აშლილობა, დამოკიდებულება ნარკოტიკებზე, ალკოჰოლზე. სხვა პიროვნული აშლილობები, როგორიცაა: ნარცისიზმი ან ზოგადი ემოციური მოუმწიფებლობა.
აუცილებელია გავითვალისწინოთ თუ რა ,,არ უნდა გავაკეთოთ“ და ,,რა გავაკეთოთ“, რათა ვუბიძგოთ, მათ გვითხრას სიმართლე და იყოს ჩვენთან გულახდილი.
რა არ უნდა გავაკეთოთ:
- ნუ დავუწყებთ ზედმეტ კონტროლს.
- ნუ დაველაპარაკებით სირცხვილის, სარკაზმის, წინააღმდეგობის, განსჯის ტონით.
- ნუ შეადარებთ ნეგატიურად მას თავის და-ძმას ან სხვა თანატოლებს.
- ნუ შთააგონებთ ბრალეულობას.
- ნუ დაიბრალებთ საკუთარ თავზე მის პრობლემას.
რა უნდა გავაკეთოთ:
- იყავით მშვიდები მაშინაც როცა საკუთარი სიმართლის გამოხატვას ცდილლობთ.
- ეცადეთ თქვათ: ,, შენ ასე ხედავ ამ სიტუაციას, მე განსხვავბულად“, როცა ტყუილი გესმით მისგან.
- გააცნობიერეთ, რამდენად მარტოსულად და იზოლირებულად გრძნობს ის თავს, როცა იტყუება.
- განამტკიცეთ სხვადასვა გზით მის მიერ მონაყოლი სიმართლე.
- შეახსენეთ თქვენს თავს, რომ მისი მიზანი თქვენი მოტყუება კი არაა, უბრალოდ ის გამოუვალ სიტუაციაში გრძნობს თავს.
- ეცადეთ იპოვოთ გზა, რაც უფრო მეტად დაგაკავშირებთ მასთან, სადაც მეტი კონტაქტის საშუალება გექნებათ ამ დროს.
გაცნობიერება იმისა, თუ რატომ იტყუება თქვენი შვილი გადამწყვეტია,რათა ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ. ეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი გასაგები იმედგაცრუება და სხვა არასასიამოვნო ემოციები და მაქსიმალურად შეიქმნათ მზაობა მის დასახმარებლად, რაც თანდათან უბიძგებს მას თქვას სიმართლე ღიად მაშინაც კი, თუ ეს რთულია სათქმელად და მოსასმენაად.
წყარო: psychology Today